გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: გილოცავთ, ვენეციის კომისია "კლანს" შეუერთდა!

16-04-2019

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე უმრავლესობის მიერ შემუშავებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.


როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, იგი ნამდვილად არ ელოდა, ვენეციის კომისია ასეთ მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ "კლანზე".


,,გადავხედე კომისიის რეკომენდაციებს, მოვუსმინე მმართველი პარტიის ზოგიერთი ოპონენტის განცხადებებსაც. ნამდვილად არ ველოდი, რომ ვენეციის კომისია ამისთანა მხარდაჭერას დააფიქსირებდა აქაურ "კლანზე". ფაქტობრივად, შეუერთდა ამ "კლანს" დააფიქსირა რა საკუთარი პოზიციები, რომელთა ნაწილი შეუსაბამოა "ქოცნების" ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრებასთან. თუმცა, ამ ოპონენტებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? იმ გუნდიდან, მაგალითად, მახსენდება ექს-ელჩი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი, რომელსაც თურმე ქვეყნის პრეზიდენტის პორტრეტის საელჩოებში გაგზავნა მეგალომანიად მიაჩნია...
რეკომენდაციებზე დანარჩენი სჯა-ბასი კი უკვე პოლიტიკური ინსინუაციების თემაა” - წერს გია აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930