გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიუ-იორკში კათოლიკური ეკლესიის დაწვა სცადეს

18-04-2019

მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკის წმინდა პატრიკის ტაძარში ბენზინით სავსე ყუთებითა და ასანთით შევიდა, დაცვამ ადგილზევე დააკავა.


37 წლის მამაკაცი მანჰეტენზე მდებარე ეკლესიაში გუშინ საღამოს შეიჭრა და მას შემდეგ დააკავეს, რაც ტაძრის იატაკი ბენზინით დაფარა.


ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი, ჯონ მილერი აღნიშნავს, რომ ინციდენტი ნოტრ-დამის ხანძრიდან ორ დღეში მოხდა, რაც მეტად საეჭვოა.


შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის წმინდა პატრიკის ტაძარი მე-19 საუკუნეში აშენდა და დღესდღეობით რომანულ-კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსის სამყოფელია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930