გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

19-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია გუშინ ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.


მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.


"ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ქობულიას იმ ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ შორის შედგა ეკონომიკის სამინისტროში.


ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, სათავეში ჩავუდგე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო არის ადგილი, რომელსაც იგი ძალიან კარგად იცნობს და სადაც მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებული.


"ჩვენ გვაქვს კონკრეტული დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930