გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო

21-04-2019

თბილისში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, "შეხვედრა" (სამუშაო სახელი) გადაღება დაიწყო, რომელიც ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.


60-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე ისინი მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკე ქალები იყვნენ, რომელთაც ქალთა ჭადრაკში რევოლუცია მოახდინეს და იგი მსოფლიო მაშტაბით მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს.


"შეხვედრა" მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებას გვიჩვენებს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის.


ხვალ, 22 აპრილს, 16:30 საათზე, მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, შევიდნენ გადასაღებ მოედანზე და ფილმის მთავარი გმირების მონაწილეობით გააშუქონ გადაღების პროცესი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930