გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს

22-04-2019

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს. ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილია.


,,თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა.


,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”- თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა,რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ.


,,თაიმერის” წყაროს ინფორმაციით,ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია დიდი რაოდენობით,სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირზე.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,თაიმერს” განუცხადეს ,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.



Timer.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031