გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

23-04-2019

გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. "ყაზტრანსგაზს" მოსახლეობა დღეს დილით დაუკავშირდა. კორპუსის მაცხოვრებელთა თქმით, მათ იგრძნეს ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი.


როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ერთ-ერთი ბინაში ონკანი იყო ღია და ბუნებრივი აირის დაგროვებაც ამან გამოიწვია.


"ყაზტრანსგაზ თბილისის" სადისპეტჩერო სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსის თქმით, მათმა სამსახურმა ადგილზე მისვლის შემდეგ შეწყვიტა კორპუსისათვის გაზის მიწოდება და გამოაცხადა ევაკუაცია.


შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯერჯერობით არ დაუწყია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930