გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ლიდერები ფრენკ შვაბეს შეხვდნენ

23-04-2019

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრენკ შვაბე და ამავე ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი, ფრანჩესკა არბოგასტი, "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს - კახი კალაძეს, პოლიტიკურ მდივანს - ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს - არჩილ თალაკვაძესა და უმრავლესობის წევს - დიმიტრი ცქიტიშვილს შეხვდნენ.


პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.


საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ურთიერთობას.


ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის, ევროპასა და გერმანიასთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930