გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, არის ქვეყნის მტერი

23-04-2019

რაც ჩვენ პანკისში ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონთან შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას წყლის რესურსი ათვისებული. ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი, ჰიდროელექტროსადგური, ქარის ელექტროსადგური თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომელიც ევროპული სტანდარტით გავაკეთეთ, არასდროს გაკეთებულა საქართველოში. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელება შეფერხებულია. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930