გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ექიმები ქალებს სპორტდარბაზებში მაკიაჟით სიარულს არ ურჩევენ

5-02-2018

ხშირად, ქალებს სურთ, სავარჯიშო დარბაზშიც მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ და მაკიაჟს ვარჯიშის დროსაც არ იშორებენ.

ბრიტანელი ექიმები ასეთ ქალებს ურჩევენ, მოიცილონ მაკიაჟი, ვიდრე სპორტდარბაზში ვარჯიშს დაიწყებენ, რადგან ქალი ამით მხოლოდ ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას. 

როგორც წესი, ვარჯიშის დროს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები ოფლთან ერთად გამოდის და კანს სჭირდება „თავისუფალი“ ზედაპირი. კრემები და სხვა სახის საცხები კი, მხოლოდ ბარიერის ფუნქციას ასრულებს და მის გამო შესაძლოა, გარეთ გამოსაყოფი ნივთიერება ისევ ორგანიზმში დარჩეს. 

შედეგად, არაა გამორიცხული, კანზე ლაქებიც კი გაჩნდეს. 

ექიმები ქალებს ურჩევენ, გადადონ პარფიუმერული ნაწარმი გვერდით, როცა საქმე ვარჯიშს ეხება.




imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031