გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯო ბაიდენი 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისათვის იყრის კენჭს

25-04-2019

აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოფიციალურად აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად იყრის კენჭს.

სარეკლამო ვიდეოში, რომელიც ბაიდენმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იგი მზადაა, იბრძოლოს პრეზიდენტობისათვის.


76 წლის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი 18 მაისს ფილადელფიაში შეკრებას გამართავს, სადაც, მისი თქმით, გაჟღერდება აშშ-ს მომავლის მისეული ხედვის პრინციპები.


"მე შემიძლია ბედნიერ კაცად მოვკვდე მაშინაც, თუ თეთრ სახლში არ ვიცხოვრებ, მაგრამ არ მინდა, ხალხის დრო და ძალისხმევა ტყუილად გავფლანგო და არ ვცადო, ჩავუდგე სათავეში ქვეყანას", - აღნიშნა ბაიდენმა ჯერ კიდევ თებერვალში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930