გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: როცა ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომობილს ჩამოიყვანს, პრაქტიკულად, მას განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს

26-04-2019

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სპორტსმენს სპორტული დანიშნულების ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს და მხოლოდ სიმბოლურ თანხას გადაიხდის.


მამუკა მდინარაძის თქმით, დღემდე სპორტსმენებს სპორტული მანქანის განბაჟებისას ავტომობილის გადაკეთება და დიდი რაოდენობით თანხის გადახდა უწევდათ.


"როცა ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომობილს ჩამოიყვანს, პრაქტიკულად, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს, მხოლოდ სიმბოლური თანხა იქნება დაწესებული, თუ ის ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებს. ეს სპორტსმენებისთვის შეღავათი იქნება და სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს შეუწყობს. სპორტსმენებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რომ მსგავსი ინიციატივებით მათი საქმიანობა და შედეგები გავაუმჯობესოთ", – აცხადებს მდინარაძე.


დეპუტატის თქმით, ახალი შეღავათები ისეთი სახის სპორტულ ავტომობილებს შეეხება, რომლებიც ყოველდღიურ ყოფით პირობებში არ გამოიყენება.


ახალი კანონპროექტის მიხედვით, სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930