გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქველმოქმედო აქციის "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს

26-04-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქციის "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.


სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.


საქველმოქმედო აქცია "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31