გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
28 და 29 აპრილს სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

28-04-2019

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.


მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“.


ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან.


გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031