გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

30-04-2019

ფრანგმა სამართალდამცავებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. ისლამისტების თავდასხმის სამიზნე სხვადასხვა დაწესებულება იყო.


საფრანგეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა ტერაქტის მზადებისას ოთხი პირი დააკავა.


სპეცოპერაცია პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარდა.


დაკავებულებიდან ერთ-ერთი სამართალდამცველებისთვის მანამდეც იყო ცნობილი. იგი 15 წლის ასაკში დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას ცდილობდა.


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი ტერაქტი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.




http://rustavi2.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930