გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციაზე 300 ათასი ლარი დაიხარჯება

1-05-2019

ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციის 300 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტულ კომპლექსში კორტების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.


„თბილისის მთავრობა დღეს, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს. გვსურს, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტული კომპლექსი ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე, უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი ჰარდის კორტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს იქ არსებულ ადმინისტრაციულ შენობას. უახლოეს პერიოდში, კომპლექსის რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


რეაბილიტირებული კორტები და შენობა სპორტული ინვენტარითა და საჭირო ავეჯით აღიჭურვება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31