გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს

1-05-2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალოსან თათია ლორთქიფანიძესთან ერთად ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. სპორტსმენი, რომელიც ძალოსან ქალთა ნაკრების მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში, ხოლო ძალოსანთა ფედერაციას დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. თათია ლორთქიფანიძის ინტერესებს „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს.


პრესკონფერენციის სპიკერები იქნებიან: კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე.


„2019 წლის 2 მაისს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებიდან 5 წელი გავიდა. ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთერთი სამართლებრივი მექანიზმია, რაც თათია ლორთქიფანიძეს საკუთარი უფლების დაცვაში დაეხმარება“-აცხადებენ ორგანიზაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031