გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

2-05-2019

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვა.


არსებული ინფორმაციით, გოგონა ამჟამად პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ და მას ჯანმრთელობის მხრივ რაიმე სახის პრობლემა არ აღენიშნება.


გოგონას დედამ, მადონა საფარიძემ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მისი შვილი ამ წუთებში მასთან და ბიძასთან ერთად იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.


მოზარდის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა სამართალდამცველებს გუშინ მიმართეს.



1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031