გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის საყრდენი კედელი ჩამოინგრა

3-05-2019

იაშვილის ქუჩის 16 ნომერში ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობაში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.


ადგილზე თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


ადგილობრივების თქმით, იაშვილის ქუჩაზე მსგავსი შემთხვევა წინა წლის ნოემბრის თვეშიც მოხდა.


შენობის მკვიდრთა თქმით, მათ რამდენჯერმე მიმართეს დახმარების თხოვნით გამგეობას, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო უარი მიიღეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930