გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ აღდგება

3-05-2019

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ "დიდუბედან" "ვარკეთილის" მიმართულებით და პირიქით.


ამასთან, "ახმეტელის თეატრიდან" მეტროსადგურ "დიდუბემდე" მოძრაობა შეჩერებულია.


ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.


რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930