გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში კაცმა შვილი, რძალი და მეზობელი დედა-შვილი დახოცა

3-05-2019

კახეთში, სოფელ ყანდაურაში კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაჭრილია ბრალდებულის ლოგინად ჩავარდნილი მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი დაჭრა მეზობლები, რომლებიც მათთან დასახმარებლად შევიდნენ.


ბრალდებული სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. დაკავებული ამჟამად პოლიციაშია გადაყვანილი.


მკვლელობის მოტივი ჯერ გარკვეული არაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930