გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს: მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და ყველაფერი საუკეთესო

3-05-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.


განცხადება ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა და ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


"დღეს არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. მინდა, მივულოცო ყველა მედიასაშუალებას, ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, პარლამენტში მომუშავე ჩვენს ძვირფას ჟურნალისტებს. მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და ყველაფერი საუკეთესო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოეწყო გამოფენაც, სადაც მედიის წარმომადგენლების პარლამენტში საქმიანობის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930