გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა

3-05-2019

"საქართველო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დაწინაურდა პრესის თავისუფლების ინდექსით 40 საფეხურით და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამაში თქვენი დამსახურება ძალიან დიდია და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ, გისურვოთ პროფესიული წარმატება, გისურვოთ უდიდესი წინსვლა პრესის თავისუფლების საქმეში და თქვენი წვლილის შეტანა, რაც უკვე წარმატებით გააკეთეთ"-ასე მიულოცა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე.


საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.


პრესის თავისუფლების დღე ჟურნალისტებს მიულოცეს სხვა დეპუტატებმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც.


1994 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღესასწაულის თარიღად "ვინდჰუკის დეკლარაციის" მიღების დღე შეირჩა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ეძღვნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930