გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ნათია კაპანაძესთან დაკავშირბით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

4-05-2019

საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მოთხოვნა, რომ ახალი დირექტორის არჩევის კონკურსი დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო.


შუამდგომლობა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მისთვის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და კითხვებს უჩენს.


ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილს მიმართა, ის ასევე ასაჩივრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას 19 აპრილს უნდობლობა გამოუცხადეს.






ajaratv.ge




ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31