გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქტივისტების ჯგუფმა ცირკის წინ აქცია - „არა ცხოველების წამებას“ გამართა

5-05-2019

„არა ცხოველების წამებას“ - ამ მიმართვით აქტივისტების ჯგუფმა ცირკის წინ აქცია გამართა. შეკრებილები თეატრალურ დასში ცხოველების გამოყენებასა და მათთან სასტიკ მოპყრობას გმობდნენ.


აქციის მონაწილეებმა საპროტესტო პეტიციაც შეიმუშავეს და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს. ხელმომწერები კანონის დონეზე ითხოვენ ცირკში ცხოველების გამოყენების აკრძალვას.


„ცივილიზებული საზოგადოების წევრები ვგმობთ ამ მავნე პრაქტიკას და მოვითხოვთ საკანონმდებლო დონეზე, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების აკრძალვას. მინდა გითხრათ, რომ 30-მე ქვეყანაში, ეს ცვლილებები უკვე განხორციელებულია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოც მალე შეუერთდება მათ რიგებს“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ლიკა ბათიკაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031