გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

6-05-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. წირვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჩაატარა.

წირვის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატმა თანაქალაქელებს გიორგობა მიულოცა.

"მინდა, გიორგობის დღესასწაული მივულოცო ყველა მართლმადიდებელს და სრულიად საქართველოს. წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. გიორგობა განსაკუთრებული დღესასწაულია, წმ. გიორგი საქართველოს მფარველია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაე, ეს დღე ახალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს" - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031