გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბარსელონას საფეხბურთო აკადემიამ შესაძლოა ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს

6-05-2019

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის წევრთან, თენგიზ ხუბულურთან ერთად, ბარსელონასსაფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საფეხბურთო აკადემიის თანამშრომლობის შესაძლებლობები მიმოიხილეს. როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთაკომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტუმრები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში ადგილობრივ საფეხბურთო სკოლასთან ერთად, გახსნან აკადემია,სადაც როგორც მწვრთნელების ისე ფეხბურთელების გადამზადებაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ბარსელონის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვი და ფეხბურთელია. სპეციალისტებმანახეს რამდენიმე სკოლა და მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა შედგეს. მათი სურვილია, რომ ჩვენს რეგიონშიც ჰქონდეთ დასაყრდენი დაიმუშაონ აქ.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი საფეხბურთო სკოლისთვის. ურთიერთთანამშრომლობა წაადგება ჩვენს ბავშვებსაც და ქართულფეხბურთსაც“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930