გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: მე არ მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ იმას, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება

7-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "რუსთავი 2"-ის გამოხატვის ფორმებს აკრიტიკებს.


მმართველი გუნდის დეპუტატი ხაზგასმით ამბობს, რომ დავა მეწილეებს შორის მიმდინარეობს და ამასთან კავშირი "ოცნებას" არ აქვს.


„ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება. მე არ მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ იმას, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ტელევიზიაში არა მარტო სიტყვის, არამედ გინების თავისუფლებაც არსებობს. ფაქტი, როგორც ინფორმაციის წყარო არ მიეწოდება მიზანმიმართულად ჩვენს მაყურებელს, ნუ ეს არის ტელევიზიის საკადრო პოლიტიკა, მას აქვს ამის უფლება, ცხადია, რომ ჰქონდეს. მე ყოველთვის მირჩევია, რომ ობიექტურობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს ყველა ტელევიზიაში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930