გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

7-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მაისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიის სამარშუტო ავტობუსის მძღოლს გ. ბ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.


პოლიციამ გ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.


გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31