გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: შურისძიების პოტენციურ აქტს ხეობაში დასაყრდენი არ ექნებოდა

7-05-2019

"სუს-ის მიერ ჩატარებულმა ღონისძიებამ მოახდინა გამაფრთხილებელი, პრევენციული ეფექტი. რაც შეეხება ჩანაწერის აუთენტურობას, მაჩალიკაშვილი თვითონ აცხადებს, რომ სისხლის აღების ტრადიცია არსებობს მთიელებში"-ამის შესახებ პოლიტოლოგმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

"ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი. თავად მაჩალიკაშილი ვერ გააკეთებს აღიარებას, ეს რომ თქვას მაშინ მას ციხეში წასვლა მოუწევს, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ის ყოველთვის ადანაშაულებდა სოსო გოგაშვილის იმ სპეცოპერაციის გამო, რომლის ფარგლებშიც მისი შვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მას გასჩენოდა შურისძიების განცდა და მოეყვანა კიდევაც სისრულეში ეს განზრახვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩანაწერიდან ცხადი ხდება, რომ მაჩალიკაშვილის ამ განზრახვას არანაირი დასაყრდენი ხეობაში არ აქვს. მას იმედი არ აქვს, რომ მოიპოვებს ხეობის მოსახლეობის მხარდაჭერას შურისძიების აქტში. ასევე მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური მიზანი - ხელისუფლების განადგურება, რასაც ის პირდაპირ აცხადებს და რითიც ლოგიკურად იხსნება მისი პერსონის მიმართ ოპოზიციის განსაკუთრებული ინტერესი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31