გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა არაბული "საიაზე" : უღმერთო ორგანიზაციას, ალბათ, ყველაზე მეტად ტაძრის მოხატვა დაესო გულზე

10-05-2019

კობა არაბული "საიას" მიერ ივანიშვილს ქმედების ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასებას ეხმიანება.


"ივანიშვილმა სამების ტაძარი ააშენა და 10 წელია მისი დაფინანსებით მიმდინარეობს ამ დიდებული ტაძრის მოხატვა და თურმე ეს ყველაფერი ამომრჩევლის მოსყიდვა ყოფილა.


თურმე ბიძინა ივანიშვილი 10 წელია ქრთამავს ხალხს ტაძრების მოხატვით, კულტურის კერების რესტავრაციით, სკოლების მშენებლობით, განათლებაში ასეულობით მილიონის ინვესტირებით, ტყე-პარკების შექმნით და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ასეთი "ცუდი" საქმით.


ახლა აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენს და სულ დაიღუპება სამცხე-ჯავახეთი.


მოკლედ, თვალი აგვიხილა "საიამ". უღმერთო ორგანიზაციას ალბათ ყველაზე მეტად ტაძრის მოხატვა დაესო გულზე. "საიას" ენას ძვალი არა აქვს", - აცხადებს კობა არაბული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930