გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვითელ ავტობუსებზე გაცემულ ყალბ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

10-05-2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის დაკავებული თანამშრომლები ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების დროს არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს და ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცემდნენ ყალბ დადებით დასკვნებს.


შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.


შესაბამისად, მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება ან რაიმე სახის გადაცდომა არ გამოვლენილა.


საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა. პირველადი ტექნიკური ინსპექტირების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს გულგრილობას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტიის დამზადება - გასაღებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930