გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო გვენეტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რაც ჩემს ჯანმრთელობაზე აისახა

10-05-2019

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


"მე როდესაც გავაკეთე წერილობით განცხადება, მიზეზი ნათლად მივუთითე და ახლაც, პირველივე სიტყვაში ვახსენე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე.


ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადება, რომელიც წერილობით გავაკეთე, დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი, რატომ არ არის ეს განცხადება სარწმუნო. დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადიური და საგანმანათლებლო საქმიანობა გავაგრძელო", - განაცხადა გვენეტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930