გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის უწყება: სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს

10-05-2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მოგახსენებთ, რომ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში ცალკეული პირების მიერ სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, ასევე მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებას.


გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ბრალდებები, თითქოს აღნიშნული გვირაბი რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია თეორიულადაც კი სრულიად გამორიცხულია. ცხადია, საიდუმლო ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შესახებ უწყებას არ შეუძლია საჯარო ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო ობიექტების შესახებ ინფორმაციასა და მათი დანიშნულების შესახებ მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოვეკიდოთ უფრო ფრთხილად და ყურადღებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930