გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისიდან ინდოეთის დედაქალაქისაკენ მიმავალმა თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია

12-05-2019

ინდური მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც თბილისიდან დელისაკენ მიდიოდა, მარშრუტს გადაუხვია.


თვითმფრინავის ეკიპაჟს ინდოეთის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი. ლაინერს აიძულეს, დელის ნაცვლად ჯაიპურის აეროპორტში დაშვებულიყო.


თვითმფრინავი შეამოწმა როგორც პოლიციამ, ისე - ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა, ეკიპაჟის წევრები დაკითხეს.


თვითმფრინავი, რომელიც ქართული ეგონათ, გაირკვა, რომ უკრაინული იყო. პოლიციამ სატვირთო-საჰაერო ხომალდს ფრენის გაგრძელების ნება დართო.






1tv.ge







ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031