გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: მახათას მთაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმი და გაიხსნება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

12-05-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევის ადგილას შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:


"უდიდესი მოწიწებით მივესალმები მის უწმინდესობას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას.


ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს.


მე მსურს, ჩვენს ყველა მოქალაქესა და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმისა, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური.


აქვე გაიხსნება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.


კიდევ ერთხელ მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე", - აღნიშნა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031