გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ბიტფური ჯგუფი“ მოუწოდებს ,,პრესა ჯი“ -ს და ,,რუსთავი 2“ -ს წარმოადგინონ მტკიცებულება ან ცილისმწამებლური განცხადებები უარყონ

13-05-2019

,,ეს არის ცილისწამებლური განცხადება და სიუჟეტი „ბიტფურის“ წინააღმდეგ“ ,- ასე გამოეხმაურა ,,ბიტფური ჯგუფის“ წარმომადგენელი ინტერნეტგამოცემა ,,პრესა.ჯი“ -ს და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხარჯა და ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიტკოინების წარმოებასთან.

,,ეს არის ცილისწამებლური განცხადება და სიუჟეტი „ბიტფურის“ წინააღმდეგ. მოვუწოდეთ როგორ „პრესა ჯი“-ს, ასევე კომპანია „რუსთავი 2“-ს, რომ თუ აქვთ მტკიცებულება, რომ რაიმე სახით„ბიტფური“ მონაწილეობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობაში, გამოაქვეყნონ ეს მტკიცებულებები პირდაპირი ან ირიბი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვუწოდებთ მათ, ეს უარყონ. ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან გამოხმაურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ყველა სამართლებრივ ზომას“,- აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031