გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს

13-05-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრომ წამოიწყო კომპლექსური რეფორმა, რომლის უმთავრესი მიზანი ცოდნის, სწავლის დონის ამაღლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა.


„აუცილებელია, ავამაღლოთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი, კვალიფიკაცია, უზრუნველვყოთ მისი შრომის ღირსეული ანაზღაურება. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი!


შესაბამისად, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი, 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება.


ანაზღაურების ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება“ - განაცხადა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31