გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯან-კლოდ იუნკერი: მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა

14-05-2019

"საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა", – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.


"მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა", – განაცხდა ჟან-კლოდ იუნკერმა.


ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930