გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტრეველი: პოლიტიკოსი, რომელიც დასავლური ღირებულებების დამცველი გვეგონა, იმ ხალხთან ეძებს თავის ბედნიერებას ვინც საქართველოში ყველაზე მეტი გააკეთა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისათვის

14-05-2019

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მიერ შალვა შავგულიძის მხარდაჭერას ეხმიანება.


"კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა – ბიძინისტობაში" - დავით უსუფაშვილი.


ძნელი სათქმელია რაში და როდის ამხელენ? მაგრამ, "შავგულიძეობაში" თავი თვითონ იმხილა. "შავგულიძეობა" კი ბოკერია - მიშისტობაა. თუ სერიოზულად შევაფასებთ ბატონი დავითის ბოლო განცხადებას, ბატონი შავგულიძის მხარდაჭერის თაობაზე - ერთ დასკვნამდე მივალთ. პოლიტიკოსი, რომელიც დასავლური ღირებულებების დამცველი გვეგონა, იმ ხალხთან ეძებს თავის ბედნიერებას ვინც საქართველოში ყველაზე მეტი გააკეთა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისათვის", - წერს მეტრეველი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930