გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოსტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა

14-05-2019

კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის, სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.


ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.


თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა, ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა.


„ჩვენ წინ ვიყავით. იმხელა ხმაური იყო, რომ უცბათ გამოვვარდით. სასწრაფოშიც დავრეკე მაგრამ აზრი არ ჰქონდა“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტკრიმინალისტები. გამოძიება სამშენებლო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.



rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031