გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

7-02-2018

ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა მსჯავრდებული, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოაცხადოს. 
დღევანდელ სხდომაზე მამალაზე დასკვნითი სიტყვით წარდგება სასამართლოს წინაშე. 
დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მოსალოდნელ ზეწოლას გაუძლებს, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. 
„არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ ამ პროცესზევე მოხდეს განაჩენის გამოცხადება. თუ მოცემულ კონექტურობას არ დაექვემდებარება მოსამართლე და გაუძლებს ის შესაძლო ზეწოლას, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სასამართლოზე და ის იქნება დამოუკიდებელი და იმედს ვიტოვებ რომ ის იქნება დამოუკიდებელი, აუცილებლად გამამართლებელ განაჩენს უნდა ველოდოთ“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. 
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31