გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შენგელია, სოფიო ქაცარავა და ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ

17-05-2019

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


მმართველმა პარტიამ, საელჩოს წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეებია მიმართავს. ასევე საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031