გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობახიძე "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ - წინასწარმეტყველება

17-05-2019

"რუსთავი 2" უკვე წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე გადავიდა", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა.


"2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და უკვე წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე არიან გადასული "რუსთავი 2".


ბოლო ორი დღის განმავლობაში არ შეიძლება საერთოდ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნება, კანონიც დაარღვიეს და ესეც არ აინტერესებთ. ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე გაფითრებული საკუთარ ეთერში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031