გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროელებმა მერიის წინ კარვები გაშალეს

18-05-2019

გაფიცულმა მაღაროელებმა მერიის წინ კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. მათი თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება.


"მოლაპარაკებები ჩაიშალა და ჩვენ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას" - აცხადებს აქციის მონაწილე.


მაღაროელების თქმით, კომპანიისგან საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღიათ.


"ჩვენი აზრი სანამ ბოლომდე არ მივა, თხუთმეტი კაცი არც ერთ შემთხვევაში შიმშილობას არ შევწყვეტთ. გვეუბნებიან, რომ ხელმძღვანელობასთან შეათანხმებენ და მოვლენ" - აღნიშნავს აქციის წევრი.


ჭიათურაში მაღაროელები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ და ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31