გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით ოთხი მამაკაცი მიიყვანეს

19-05-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუედან ოთხი ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.


არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცების ასაკი 23-დან 34 წლამდეა. ისინი სოფელ საბუეში, ღვინის საწარმოს მშენებლობაზე მუშაობდნენ.


მოწამლულები ინტოქსიკაციას ე.წ. დაბურღულ სასმელ წყალს უკავშირებენ, რომელიც მათ სამუშაო ობიექტის ტერიტორიაზე დალიეს.


მორიგე ექიმის, ნინო ჩიტაძის განცხადებით, მოწამლულებს დეზინტოქსიკაციისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ და მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან.


მისივე თქმით, არის თუ არა სასმელი წყალი ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.




1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31