გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია ჯილდოს აწესებს - ვინც არჩევნების გაყალბების ფაქტს გაასაჯაროვებს, 1000 ლარს მიიღებს

19-05-2019

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს 1000-ლარიანი თანხის გადაცემაზე იმ პირისთვის, ვინც დადასტურებულ ინფორმაციას მიაწვდის არჩევნების გაყალბების თაობაზე.


„ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ სთავაზობს 1000 ლარიან ჯილდოს ამის გაცხადებისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას დაადასტურებს რაიმენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერ ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1000 ლარს რუსთავი 2-სგან "- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031