გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი: დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

7-02-2018

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 
„ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. მოგეხსენებათ ჩატარდა ოპერაცია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო. იყო ერთი გამჭოლი ჭრილობა“- განაცხადა ექიმმა ნიკა ქარცივაძემ. 
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა დილით მოხდა. შემთხვევის დროს მოკლეს მისი 33 წლის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი, თავად თადარიგის პოლკოვნიკი კი დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31