გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა

19-05-2019

ამ წუთებში მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. 2019 წლის შუალედური არჩევნებისათვის ხმის მიცემა დასრულებულია.


დღეს ხმის მიცემა მიმდინარეობდა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, ასევე ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში ხულოში - მუნიციპალიტეტის მერებისათვის .


ასევე, საკრებულოს წევრების არჩევნები ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში, ქალაქ ტყიბულში, ქალაქ ჭიათურაში, ასევე წყალტუბოში - გუმბრას თემში, ასევე ადიგენში - აბასთუმნის თემში, ახმეტაში - ხალაწნის თემში, საგარეჯოში - უჯარმის თემში, ზესტაფონში - სანახშირის თემში.


როგორც პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მასშტაბი საკმაოდ დიდია. მთლიანად არჩევნებში, საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031