გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა

19-05-2019

ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი უკვე დახურულია. 

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი დღეს წარმატებით ჩააბარა.

"უკვე შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობები გარკვეული დისონანსი შეეტანათ საარჩევნო პროცესებში, საქართველოში შეიძლება ითქვას რომ არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა. თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდ ვითარებაში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი" - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930