გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სამართალდამცავებმა ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება შეძლეს

19-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, იმის მიუხედავად, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ცდილობდა სხვაგვარად წარმოეჩინა დღევანდელი დღე, თუმცა არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად.

„არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში. კარგად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ისე ჩვენმა წარმომადგენლებმა. კანონის ფარგლებში მათ შეძლეს ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება.


დიდი მადლობა ასევე უნდა გადავუხადოთ დამკვირვებლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ყველაფერში და ასევე მადლობა საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციებს.


ჩვენ პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ იქიდან გამომდინარე, რომ მართალია ჩვენი მონაცემებით ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს და ამ შემთხვევაში ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საათში გვექნება გაცილებით უფრო მყარი მონაცემები, გაცილებით უფრო რეალური მონაცემები, რასაც მყისვე ვაცნობებთ საზოგადოებას თქვენი მეშვეობით “-განაცხადა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930